“დიახ, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა, დივერსიას არ გამოვრიცხავ”- “ჩაინა ლილოს” დირექტორი ხანძრის გაჩენის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს

“ჩაინა ლილოს” ბაზრობის დირექტორი ზვიად ქირიამა აცხადებს, რომ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს, მათ შორის ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენას.
რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის ხსენებას, ქირია განმარტავს, რომ მამაცაშვილი მან არა გუშინ გაჩენილ ხანძართან, არამედ პირად დაპირისპირებასთან დაკავშირებით ახსენა.

“არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს ელექტრო სადენებისგან მოხდა, რამე საყოფაცხოვრებო ნივთი იყო იქ დატოვებული, იმისგან მოხდა თუ რისგან მოხდა თუ დივერსია იყო. უჩა მამაცაშვილს ამ ბაზრობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეგ სულ სხვა თემაა. ეგ მეხება პირადად მე. მე პირდაპირ არ დამიკავშირებია ამ ხანძრის მიზეზებთან ვისაც ასახელებთ, ეს უბრალოდ მე, ჩემს საქმესთან დაკავშირებით რომელიც არის სხვა შპს, რომელიც არის სხვა ტერიტორიაზე განლაგებული იმასთან დაკავშირებით. იქ უბრალოდ კონტექსტი იყო ისეთი რომ ხელისუფლება, დივერსია,”-განაცხადა ზვიად ქირიამ.

ქირიამ დღეს პირდაპირ თქვა, რომ “ჩაინა ლილო სითის” მფლობელს ლაურა ღაჭავას ემუქრებოდნენ:

“დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა”- უთხრა ჟურნალისტებს “ჩაინა ლილოს” ბაზრობის დირექტორმა.

“მკითხეს არის თუ არა ზეწოლა მეპატრონეზეო, მეპატრონეზე რა სახის ზეწოლაა, ეს მე ისე ვიცი, როგორც სხვებმა. არის მასზე ზეწოლა და ამას თვითონ მოგახსენებთ. ღაჭავა არ უკავშირებს პოლიტიკურ მოტივებს, თუმცა მე გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ… დიახ, ჩემი ხედვა ასეთია, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა. როცა ფინანსური პოლიციის რამდენიმე ოფიცერი რამდენიმე მანქანით ღამე მოდის, ლუქავენ საბუთებს, ამოიღებენ კომპიუტერს, ქაღალდის ყველანაირ ნაგლეჯს, ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ზეწოლა”, – განაცხადა ქირიამ.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სავაჭრო პალატა ე.წ. ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ​ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის ინტერესებზე საუბრობს