„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ​ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის ინტერესებზე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის ინტერესებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

მისი თქმით, მინისტრები ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს ასრულებენ, რის გამოც მათ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ. დეპუტატები ამბობენ, რომ პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრთან სხვა მწვავე საკითხებთან ერთად მთავარი განსახილველი საკითხი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება იქნება.

„ჭიათურა და ფერო ჩამოართვეს უცხოელ მესაკუთრეს, ვიღაცეები მართავენ ორი წლის განმავლობაში და იღებენ ნაღებს. პანკისში რა მოხდა და როგორი კრიზისი შექმნეს ვნახეთ. ფოთი და ანაკლიის ისტორია ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს ღალატი თუკი ჩაიშალა ანაკლიის პორტი და დიდი ალბათობით აქეთკენ მივდივართ. გადაწყვეტილების მიმღები არის ბიძინა ივანიშვილი, გადაწყვეტილებების შემსრულებლები არიან მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და აპარატი.თუ არ უნდა მიიღო უკანონო გადაწყევტილება და ასეთ მძიმე მდგომაროებაში მოგიწიოს ყოფნა და შემდეგ ხალხმა გლანძღოს , მომავალმა ხელისუფლებამ აგიკრას თავი სადაც ჯერ არს, მაშინ არ უნდა დათანხმდე იმ პოსტზე რომელზეც აქ იმყოფები, ეს არის მარტივი გამოსავალი,“-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“დიახ, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა, დივერსიას არ გამოვრიცხავ”- “ჩაინა ლილოს” დირექტორი ხანძრის გაჩენის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს
შემდეგი სტატიასოფელ ხიდისყურში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი, დაჭრეს