დღევანდელი დღე საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევისთვის ომში წაგებული ბრძოლაა

“გირჩი-მეტი თავისუფლება” სპეცრაზმის შტურმს და ნიკა მელიას დაკავებას, ამის შემდეგ კი “ოცნების” წევრების მადლობებს, რომლებიც მათ მათივე პოლიციას გადაუხადეს, ფეისბუქით ეხმაურება:

დღეს “ქართული ოცნების” საბჭოთა მილიცია შტურმით შეიჭრა ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისში და უხეში ძალის გამოყენებით დააკავა პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

“ოცნების” ჩინოვნიკებმა მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებულ პრაქტიკად მონათლეს სპეცრაზმის მოქმედების მანერა. მეორე წრეზე დანიშნულმა პრემიერმა ღარიბაშვილმა კი მადლობა გადაუხადა თავის საბჭოთა მილიციას სანაქებო ქმედებისთვის.

დღევანდელი დღე ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქართველი ერის საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევისთვის ომში წაგებული ბრძოლაა, რასაც თუ დღეს შევეგუეთ, ხვალ ჩამოყალიბებულ დიქტატურაში გავიღვიძებთ.

ამიტომ დღეს, 23 თებერვალს, 15:00 საათზე, მოდით ყველა სახელმწიფო კანცელარიასთან, გავაპროტესტოთ დიქტატურის დამყარება, რათა მომავალში ჩვენი შვილებისთვის თვალებში ჩახედვის არ შეგვრცხვეს!” ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: არასწორია, თითქოს, ჩვენ ევროპულ გზას გადავუხვიეთ
შემდეგი სტატიაკარლ ბილდტი: უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა საქართველოში