კარლ ბილდტი: უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა საქართველოში

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი, ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას.

“უკიდურესად შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა საქართველოში, ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში პოლიცია შეიჭრა და მისი ლიდერი დააკავა. კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვა უნდა იყოს პირობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის და ინტეგრაციის”, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი დღე საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევისთვის ომში წაგებული ბრძოლაა
შემდეგი სტატიალუკ კოფი: ამით მხოლოდ პუტინი იგებს