კახი კალაძე: არასწორია, თითქოს, ჩვენ ევროპულ გზას გადავუხვიეთ

„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემლობას იწვევს. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ყველაზე დიდი პრობლემაა ეს არის რადიკალიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად, გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. არასწორია, თითქოს, ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

 

ამერიკის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე

banner
წინა სტატიაშიამერიკის საელჩო: დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე
შემდეგი სტატიადღევანდელი დღე საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევისთვის ომში წაგებული ბრძოლაა