დღევანდელ სხდომაზე მთავრობა 27 საკითხს განიხილავს

მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში ამ წუთებში მინისტრები იკრიბებიან. სხდომა 9:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგის მიხედვით მინისტრები 27 საკითხს განიხილავენ.
რამდენიმე სამინისტროსთვის სარეზერვი ფონდიდან თანხის გამოყოფაზე ისაუბრებს ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური.
,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობასთან,ფლობასა და ოპერირებასთან დაკავშირებული
შეთანხმებისა და ხელშეკრულებების დადების თაობაზე“ იმსჯელებს ენერგეტიკის მინისტრი.
დავით სერგეენკოს კი დღის წესრიგის მიხედვით ,,ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის
დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტისთვის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესის შესახებ” საკითხის განხილვა აქვს.
განათლების მინისტრი დღეს 2016-2017 წელს სტუდენტებისთვის გასაცემი გრანტის ოდენობას დააზუსტებს.
27 საკითხი საიდუმლოა.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია:”ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება”
შემდეგი სტატია“ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს ყველა მოქალაქე ოცნებობდა “