კონსტანტინე გამსახურდია:”ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება”

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი და იმავდროულად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.
ამ დღეს ადამიანები თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდნენ სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილენი. რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს იმ მხარეებშიც, რომელთაც მითვისებასაც მტერი გამალებით ცდილობს და სურს ქართული კვალი სამუდამოდ წაშალოს იქ.
ეს რა არის, დაამთხვია თარიღები? შეიძლება იკითხოს მავანმა. ალბათ ისევე არა, როგორც მერაბ კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა – ხოლო ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება. არა, და იმიტომ რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო და კალენდარს მნიშვნელობა ქონდა. დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი ორი წლის წინანდელ 9 აპრილს უნდა გაენათლებინა – განსაცდელის პირისპირ ეროვნული ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირების დღეს.
დროც აღარ ითმენდა – რაც ჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მით მალე საერთაშორისო აღიარება, იმ ეტაპზე წყალივით საჭირო. ამავე დროს მოწინააღმდეგე შინ თუ გარეთ გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. გვყავდა გულანთებულ პატრიოტთა მთელი არმია, სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა, 70-წლოვანი არათავისუფლების შემდეგ?
და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიყავით ახლადფეხადგმული ქვეყანა ნამდვილი ძალოვნების და მომზადებული სამხედროების გარეშე. და კიდეც რომ გვყოლოდა ასეთი შეიარაღებული ძალები, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა იმ მომენტის გადალახვა, რომ მათ წინაშე იარაღით ხელში ისევ “ქართველები” იდგებოდნენ: ანტისახელმწიფოებრივები, ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა. ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაც ამაში იყო, თავდაპირველი ტრიუმფის შემდეგ.
ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! …
(გალაკტიონი)

კონსტანტინე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიდესტრუქციული ძალების მიერ ჩემი პერსონის მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიადღევანდელ სხდომაზე მთავრობა 27 საკითხს განიხილავს