“ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს ყველა მოქალაქე ოცნებობდა “

news
ავტ.: news მარტი 31, 2016 10:02

“ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს ყველა მოქალაქე ოცნებობდა “

ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 25 წლის წინ, 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ოსებთან და აფხაზებთან ერთად გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ.

“სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგია, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მოტანილი. მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა. ჩვენი ამოცანაა, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენთაგანის გულებში იყო”, – განაცხადა პრემიერმა.

news
ავტ.: news მარტი 31, 2016 10:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics