უდუმაშვილი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე. ძალიან ბევრი ადამიანი მოვა აქ. უკვე დაიძრნენ რეგიონებიდან ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც საღამოს შემოგვიერთდებიან. ათეულობით ათასი ადამიანი მოვა დღეს რუსთაველის გამზირზე ერთი მთავარი მოთხოვნით, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეობიდან. ეს აქციები გაგრძელდება და იქნება მუდმივად, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს და არ დადგება ის შედეგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სურს. არ შეიძლება და წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი ტყვე იმყოფებოდეს ქართულ ციხეში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მალე გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი და მას მიეცეს უფლება, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იქნება სიტყვით გამოსვლები და რუსთაველის გამზირზე ველოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი. ჩვენ ვერასდროს ვიქნებით კმაყოფილი შედეგით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იქნება პატიმრობაში”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ან სიკვდილი ან თავისუფლება” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიადღევანდელ აქციას რაც შეეხება, თავის მასშტაბებით ეს აქცია კიდევ ერთხელ გასცემს პასუხს ყველას – მაჭარაშვილი