დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომას მესამე პრეზიდენტ,ი სავარაუდოდ, ისევ ვერ დაესწრება. მიზეზი კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები დღეს მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ – გასვლითი სხდომა ჩაატაროს და პირადად გაეცნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“ის კვლავინდებურად არის ცუდად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ამიტომ, ის სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს დასწრებას. გავაგრძელებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, ბუნებრივია, პროცესი რჩება ისევ ისე პოლიტიზირებულ პროცესად, როგორიც იყო, არავითარ სხვაობას ამ მიმართულებით არ ველოდებით, უბრალოდ შევეცდებით, რომ ეს პროცესიც იყოს ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი პოლიტიზირებული დევნა მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ”, – თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

პარალელურად “ნაციონალური მოძრობის” დეპუტატები დღეს ოფიციალურად შესთავაზებენ ხელისუფლებას თავდებობას მესამე პრეზიდენტის საზღვარზევე სამკურნალოდ გადაყვანისთვის.

banner
წინა სტატიაშიპუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია ნატო-სა და ევროკავშირს გატეხდა – ბაიდენი
შემდეგი სტატიაუკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს