უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში ერთ დღეში მტრის 15 თავდასხმა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იუწყება.

„წინა დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე უკრაინის დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თხუთმეტი თავდასხმა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს მტრის 1 საზენიტო სარაკეტო სისტემა, 9 ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 25 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა, 3 ერთეული სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობა, მტრის 3 მანქანა.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება
შემდეგი სტატიალენდ-ლიზის აქტი, უკრაინის გარდა, შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს