პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია ნატო-სა და ევროკავშირს გატეხდა – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ადარდებს, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, ის ცდილობს, გაარკვიოს, რა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია ნატო-სა და ევროკავშირს გატეხდა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინი ძალიან ანგარიშიანი კაცია და პრობლემა, რომელიც მას ახლა ადარდებს არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს გამოსვლის გზა.

banner
წინა სტატიაშიოდესაში რუსეთის სარაკეტო იერიშებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა
შემდეგი სტატიადღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება