დღეს, საქართველოში მიწისძვრა ორჯერ მოხდა

დღეს, საქართველოში მიწისძვრა მეორედ დაფიქსირდა. ორივე მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლის რეგიონში იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 15:07 საათზე მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დმანისის დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ სოღუთლოდან 12 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.

დღესვე, თბილისის დროით 10:32 საათზე 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფოკადან 8 კმ-ში მოხდა.

banner
წინა სტატიაში“სხვა ქვეყნის წევრებს რატომ არ დასდევენ, რომლებიც საროსკიპოებს ხსნიან და ქართველ გოგოებს შეურაცხყოფას აყენებენ”
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილი : ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ