გათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან მაგრამ მინდა დავარწმუნო თითოეული მათგანი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება – მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა და “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განცხადება გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

“ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ საერთოდ მოწყვეტილი არიან რეალობას.

ისინი თითქოს არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ ქუჩაში გამოსულ 100 000 მდე ადამიანს. თითქოს არ იმჩნევ და ვერ ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმკაცრეს განცხადებებს მათ წინააღმდეგ. ამ ყველაფერს არათუ არ იმჩნევენ, არამედ თითქოს გახარებულებიც არიან და მე მესმის მათი სიხარულის მიზეზი, ამ მასშტაბის ღალატი ჩაიდინეს, 100 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ, გათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან მაგრამ მინდა დავარწმუნო თითოეული მათგანი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და პროტესტი იქნება ისეთი და იმ დროს, როგორსაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და არა ივანიშვილი და ხელისუფლება.

პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება” – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაში„დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს“ – თამარ ბელქანია რუსულ კანონზე
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობას, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს – პრეზიდენტი