დღეს ქვეყანაში 1946 სასუნთქი აპარატია

დღეს ქვეყანაში 1946 სასუნთქი აპარატია.სულ ახალი 30 აპარატი სამინისტრომ ცენტრალუირ რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა. მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდის წინ ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და გორის სამხედრო ჰოსპიტალი გამოყენებული იყვნენ საკარანტინო ზონებად, მაგრამ სტრატეგია შეიცვალა და ეს სამედიცინო დაწესებულებები გახდნენ სამკურნალოდ გამზადებული დაწესებულებები, ხოლო საკარანტინოდ ძირითადად სასტუმროები გამოიყენება.პირველ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით გაძლიერება ხდება 4 ინფექციური საავადმყოფოსი, ეს არის თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის. ამ ეტაპზე, ამ ჰოსპიტლებში ჩვენ დაახლოებით 400-დან 500-მდე საწოლი გვაქვს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაში„მადლიერების ტაში“
შემდეგი სტატიაჩეხეთის მთავრობამ ხანდაზმულებს გასვლის უფლება დღეში მხოლო ორი საათით მისცა