დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მოკავშირედ პუტინს და მთავარ მტრად დასავლურ სამყაროს აღიქვამს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას და მომავალს – ბოკერია

არ შეიძლება ვუყურებდეთ მთავრობას ასე, რომელიც ჩვენს ისტორიულ არჩევანს – დასავლეთს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს, იმეორებს იმას, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ – ეს რეჟიმი ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ყველაფრის ფასად იცავს, რადგან „ეს მთავრობა მთლიანად ივანიშვილზე არის აწყობილი“.

„ქართული ოცნების“ გზავნილები ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ გუშინ ვნახეთ განცხადება, რასაც იგივე ხასიათის განცხადებების ციკლი მოყვა და შემდეგ „იმედზე“ იმით დაგვირგვინდა, რომ ამ ყველაფერს დასავლეთის პროპაგანდა დაარქვეს იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ. ეს განცხადებები არის შემდეგი ნაბიჯი იანუკოვიჩის გზაზე, როდესაც თავისუფალ სამყაროს ეწინააღმდეგები, შემდეგ რეალური თუ არარეალური ამბების გამო გაქვს პანიკა, რომ თავისუფალი სამყარო შენს წინააღმდეგ რაღაცას იზამს. ეს ჯერჯერობით რეალურად არ მომხდარა, თუმცაღა ეს არის თვითახდენადი წინასწარმეტყველება. პოლიტიკური უბედურებაა ის, რომ ეს კაცი (ივანიშვილი) თავს დაიღუპავს, ოღონდ ამასობაში ქვეყანას აზიანებს. არ შეიძლება ვუყურებდეთ მთავრობას ასე, რომელიც ჩვენს ისტორიულ არჩევანს – დასავლეთს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში ადანაშაულებს. იმეორებს იმას, რომ მათ ჩვენი ომში ჩათრევა სურთ. ეს რეჟიმი ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა.

გასაკვირი არ არის თუ რატომ იქცევა ხელისუფლება ამგვარად. ივანიშვილს ბოლომდე, ყველაფრის ფასად იცავენ, რადგან ეს მთავრობა მთლიანად ივანიშვილზე არის აწყობილი. დღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ მისი მთავარი მტერი დასავლეთია. ის სიტუაციას ასე ხედავს: ჩემი მოკავშირე არის პუტინი და მთავარი საფრთხე დასავლეთი. ამიტომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად უნდა შევცვალოთ და ქვეყანას განვითარების საშუალება მივცეთ,” – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიარ შეიძლება მსჯავრდებული გათავისუფლდეს რომელიმე დეპუტატის თავდებობით, ამიტომ მე ამას ვერ შეუერთდები – ვერ ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი – იოსელიანი
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს პასუხი დადასტურებაა, რომ სისტემამ გადაწყვიტა მაქსიმალური ზიანი მიაყენოს სააკაშვილის ჯანმრთელობას – მოვუწოდებთ ოპოზიციონერ წევრებს, შემოუერთდნენ ამ პოლიტიკურ თავდებობას – ბეჟაშვილი