იუსტიციის სამინისტროს პასუხი დადასტურებაა, რომ სისტემამ გადაწყვიტა მაქსიმალური ზიანი მიაყენოს სააკაშვილის ჯანმრთელობას – მოვუწოდებთ ოპოზიციონერ წევრებს, შემოუერთდნენ ამ პოლიტიკურ თავდებობას – ბეჟაშვილი

იუსტიციის სამინისტროს განცხადება და პასუხი არის ნათელი დადასტურება, რომ სისტემამ გადაწყვიტა მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, არ უზრუნველყოს ელემენტარული სამედიცინო მომსახურებით, – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, სადაც უწყება მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს ისარგებლოს შეთავაზებული სამედიცინო მომსახურებით დათქმების გარეშე.

ბეჟაშვილმა ასევე ისაუბრა თავდებობის საკითხზე და განმარტა, რომ თავდებში ჩადგომა ესაა არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური აქტი, რომლითაც დეპუტატები იღებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

“ეს არის სწორედ არაადამიანური მოპყრობა, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, როცა ადამიანს არ აქვს საშუალება შეხვდეს პირად ექიმს, დარწმუნდეს, რომ მკურნალობა, რომელსაც უტარებენ, რელევანტურია და საერთაშორისო ექსპერტებს არ აძლევენ საშუალებას აკრედიტაცია გაიარონ, დიაგნოზი დაუსვან მიხეილ სააკაშვილს და განსაზღვრონ არის თუ არა ქვეყანაში იმის საშუალება, რომ აქ მოხდეს მისი მკურნალობა თუ გადაყვანა.

პარლამენტის წევრების თავდებობა ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ესაა პოლიტიკური აქტი, სადაც პარლამენტის წევრები უმცირესობიდან გამოხატავენ თავის პოზიციას და სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით და თუ ეს რაიმე სახით შესაძლო უკანონობასთან იქნება დაკავშირებული, პარლამენტის წევრები იღებენ პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამისათვის. მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა ოპოზიციონერ წევრს, შემოუერთდნენ ამ პოლიტიკურ თავდებობას, თუმცა, ვიცით იუსტიციის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც მოკავშირედ პუტინს და მთავარ მტრად დასავლურ სამყაროს აღიქვამს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავისუფლებას და მომავალს – ბოკერია
შემდეგი სტატია„აზოვსტალში“ ორი მებრძოლი დაიღუპა