დღეს იწურება რუსული მედიასაშუალებების აშშ–ი რეგისტრაციის ვადა

17 სექტემბერს იწურება რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების აშშ–ი რეგისტრაციის ვადა. საქმე ეხება ინგლისურენოვან ტელეარხ “Russia Today”–ს და საინფორმაციო სააგენტო “Sputnik” –ს, რომლებიც შეერთებული შტატების ხელისუფლების მოთხოვნით ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ როგორც “უცხოური აგენტები”. აშშ–ი თვლიან, რომ რუსული ინგლისურენოვანი მედია კრემლის პროპაგანდას აწარმოებს და არ გამოირჩევა რედაქციული თავისუფლებით. სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ აშშ–ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ “Sputnik” –ის საქმიანობის გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს
შემდეგი სტატიაშსს სოფელ ერგეტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო