დღეს, „იბერიაზე“ სასულიერო პირის დაუმონტაჟებელი ინტერვიუ გავა

გულახდილი პასუხები აკრძალულ კითხვებზე და ტაბუდადებული თემები, რომლებზეც ხმამაღლა საუბარს სხვები ვერ ბედავენ, – დღეს, ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ მაყურებელი სასულიერო პირის დაუმონტაჟებელ ინტერვიუს ნახავს.
როგორც გადაცემის ავტორი და პროდიუსერი, ვანო პავლიაშვილი ვარაუდობს, ამ ინტერვიუს საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. ამასთან, პასუხი ბევრ ტაბუდადებულ კითხვასაც გაეცემა.
„დიახ, ამ ინტერვიუს ყურება უნდა გაბედოთ!“ – აცხადებს პავლიაშვილი.
შეგახსენებთ: „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ ტელეკომპანია „იბერიას“ ახალი რეიტინგული გადაცემაა, რომელიც ეთერში მონტაჟის გარეშე გადის. გადაცემის სტუმარი უკვე არაერთი ცნობილი ადამიანი იყო.

banner
წინა სტატიაშიშეგნებულად წარდგენილი ყალბი ხელმოწერები – “გირჩი” საარჩევნო კოდექსის ხარვეზებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგურიის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს