გურიის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს. სალუქვაძე პოსტს სავარაუდოდ მომავალ კვირაში დატოვებს.

”სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხ წლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე”, – აღნიშნა გია სალუქვაძემ.

გია სალუქვაძე, ჯერჯერობით არ საუბრობს, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, რამდენიმე შემოთავაზება აქვს.

გია სალუქვაძე გურიის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიდღეს, „იბერიაზე“ სასულიერო პირის დაუმონტაჟებელი ინტერვიუ გავა
შემდეგი სტატიარუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს 30 000 ევროს კომპენსაცია ჩაურიცხა