დღეს გუჯა ბურდულის დაბადების დღეა

1 აპრილს ცნობილი ქართველო მსახიობის გუჯა ბურდულის დაბადების დღეა. ის 1941 წელს თბილისში დაიბადა.

ელგუჯა ბურდულს ათობით ფილმში აქვს ნათამაშევი, სადაც დაუვიწყარი სახეები და გმირები შემქნა, თუმცა მაყურებელს ის განსაკუთრებით თემურ ბაბლუანის ფილმებიდან “ბეღურების გადაფრენა” და “უძინართა მზე” დაამახსოვრდა. ასევე, უდაოდ მნიშვნელოვანი იყო როლები გოდერძი ჩოხელის ფილმებში “ადამიანთა სევდა” და “აღდგომის ბატკანი” ან რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმებში.

სამსახიობო კარიერის გარდა, გუჯა ბურდული კარგად მღერის. მას ჩაწერილი აქვს რამდენიმე სიმღერა და ჩატარებული აქვს რამდენიმე კონცერტი.

“თაიმერის” რედაქცია კეთილი სურვილებით ულოცავს დიდ მსახიობს იუბილეს.

banner
წინა სტატიაშიშრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, უბედური შემთხვევის ადგილზე შევიდნენ
შემდეგი სტატიადაკავების შემდეგ პოლიციაში ფიზიკური ძალადობის საგანგაშოდ გაზრდილი სტატისტიკა – განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აჭარაშია