შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, უბედური შემთხვევის ადგილზე შევიდნენ

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები ჭავჭავაძის #5-ში, იმ ტერიტორიაზე შევიდნენ, სადაც წუხელ მომხდარ უბედურ შემთხვებას ორი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად აღნიშნულ ტერიტორიაზე მათ დაცვის თანამშრომლები არ უშვებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექტორებმა მათ განუმარტეს, რომ კანონმდებლობით ტერიტორიაზე ობიექტის ხელმძღვანელობის გაფრთხილების გარეშე შესვლის უფლება აქვთ, უბედური შემთხვევის ადგილზე შეუშვეს.

“ჩვენ გუშინდელი დღიდან მოყოლებული ამ კონკრეტული უბედური შემთხვევის მოკვლევას ვაწარმოებთ. მოკვლევა გულისხმობს ადგილზე მოსვლას. დღეს მოვედით, რათა განვახორციელოთ შემოწმება, გავეცნოთ დოკუმენტაციას. ჩვენ წინასწარ გაფრთხილებას არ ვახორციელებთ, ობიექტის ხელმძღვანელობას მოსვლის შესახებ წინასწარ არ ვაცნონებთ, გვაქვს უფლება მოვიდეთ და მყისიერად განვახორციელოთ შემოწმება,” – განაცხადა შრომის ინსპექტორმა მაია მიქაიამ.

შრომის ინსპექტორების გარდა, უბედური შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. ხოლო 8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე 35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება
შემდეგი სტატიადღეს გუჯა ბურდულის დაბადების დღეა