დღეს ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება

დღეს ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება სპორტის სასახლეში დღეს მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით The Perfetto World Tour წარდგება.

კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან Perfetto – აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: Terra Promessa, Più Che Puoi, Cose Della Vita, Più Bella Cosa, Adesso Tu, Se Bastasse Una Bella Canzone…

კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება.

“ კონცერტზე ყველაფერი კარგად იქნება და მხოლოდ საუკეთესო სიმღერებს ვიმღერებ. მაყურებელს გააჩნია, როგორ მიმიღებს. რა თქმა უნდა, მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, – განაცხადა რამაზოტიმ გუშინ იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური ღარიბაშვილის პარტიაში მიდის?!