თამაზ მეჭიაური ღარიბაშვილის პარტიაში მიდის?!

გაზეთი “ახალი თაობა” პარტია ქართულ ოცნებაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატიას სათაურით- „თამაზ მეჭიაური „ოცნებიდან“ მიდის?-ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მართალი არ არის“ აქვეყნებს.

პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის გასაჯაროებას არჩევნებამდე 40 დღით ადრე აპირებს, მაისიდან კი მაჟორიტარების წარდგენა დაიწყება.

როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, მანამდე შესაძლოა პარტია ბევრმა ცნობადმა სახემ დატოვოს. ერთ-ერთი მათგანი, თამაზ მეჭიაური იქნება.
პარლამენტიდან შესაძლო წასვლაზე მეჭიაური უკვე ღიად ალაპარაკდა. ის ამბობს, რომ საარჩევნო სიაში მოხვედრა მისთვის მთავარი არ არის. ამავე დროს მიიჩნევს, რომ ის პარლამენტში უნდა იყოს. თუ გუნდში მის მოსაზრბებს არ გაიზიარებენ, ის სხვა გზის არჩვას აპირებს რომელიც კანონიერი იქნება.
მეჭიაური ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობით ამაყობს, ამის მიუხედვად კი ამბობს, რომ ივანიშვილი ყოველთვის მართალი არ არის და ის გარემოცვას ჩაკეტილი ჰყავს.
„ის კი ვიცი, რომ ივანიშვილი ქვეყნის წინაშე მართალია და ქვეყანა უყვარს, მაგრამ ხშირად შეიძება მას არ აქვს ინფორმაცია ბოლომდე. ჩაკეტილ სივრცეში უწევს ყოფნა და ზოგ შემთხვევაში გავლენა შეიძლება მასზე ხდებოდეს, ისეთი, რომ ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს“, – ამბობს მეჭიაური.
გამოცემა სტატიის ბოლოში წერს, რომ მეჭიაური სამომალო გეგმებს დეტალურად არ ამხელს, თუმცა აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ის ან “პატრიოტთა ალიანსში” წავა ან ჯერ არშექმნილ ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში.
წყარო: „ახალი თაობა“

banner
წინა სტატიაშიდღეს ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება
შემდეგი სტატია,,არჩევნებამდე რუსთავი 2-ს წაიღებენ – მგონი ჩემი პროგნოზი მართლდება”