დღეიდან მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ

პირველი თებერვლიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება. წამყვან მასწავლებლები, სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში 700 ლარს, მენტორი მასწავლებლები კი 1 000 ლარს აიღებენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო.

„მასწავლებლების მოტივაციის გაზრდის მიზნით, რათა მათ აუმაღლდეთ მოტივაცია, რომ გადავიდნენ უფრო ზედა საფეხურებზე, საჯარო სკოლის ყველა წამყვანი მასწავლებელი და მენტორ მასწავლებელს დღეიდან ეზრდება დანამატები,“-აცხადებს ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი მარიამ ტაბატაძე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის საქმე – კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მსჯელობას განაახლებს
შემდეგი სტატიაახალი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნას, სამოქალაქო სექტორი არამიზნობრივად აფასებს