სააკაშვილის საქმე – კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მსჯელობას განაახლებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 1, 2018 10:23

სააკაშვილის საქმე – კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მსჯელობას განაახლებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე დღეს სააპელაციო სასამართლო მსჯელობას განაახლებს. სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ არსებობს რისკი, რომ სასამართლო კოლეგია ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დღეს განიხილება სააპელაციო საჩივარი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პირველი ინსტანციის მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ეს იყო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შედეგი.
ხელისუფლება ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ამ სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმით, მოსამართლეებმა უკანონო გადაწყვეტილებები მიიღონ. სამწუხაროდ, არსებობს რისკი, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლეების კოლეგია კვლავ იქნება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ და მიიღებს არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 1, 2018 10:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics