ახალი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნას, სამოქალაქო სექტორი არამიზნობრივად აფასებს

ახალი საგამოძიებო ინსტიტუტის შექმნას, რომლის მიზანი პოლიციელთა გადაცდომების შესწავლა იქნება, სამოქალაქო სექტორი არამიზნობრივად აფასებს და მის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, უწყების იურისდიქცია დანაშაულთა საკმაოდ მცირე ჩამონათვალზე ვრცელდება, რაც რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„ლოგიკას ვერ ვხედავთ, რატომ უნდა იყოს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი და ინსპექტორი ერთად. ეს ჩვენი აზრით გამოიწვევს ინსპექტორის დისკრედიტაციასაც. ამ უწყებაში ჯერჯერობით არა არის გათვალისწინებული ის მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია ისეთი დანაშაულების გამოძიებასთან, როგორიც არსი ჩადებები და რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. მისი იურისდიქცია არის ძალიან მცირე,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი გვილავა.
ახალ სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან მასწავლებლებს ხელფასი ეზრდებათ
შემდეგი სტატიაორი მოზარდის დაჭრა წითელ ბაღთან – 35-ე სკოლის პედაგოგები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ