“დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი” – ოქრუაშვილი რობაქიძის საქმეზე

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს,რომ მას არ ახსოვს ვისგან შეიტყო ბუტა რობაქიძის მკვლელობის შესახებ. ოქრუაშვილი აღნიშნულ საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში იკითხება. მას კითხვებს პროკურორები უსვამენ.
”გამოძიების დროსაც დავაფიქსირე, რომ ბევრი დროა გასული და დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა…მაშინ ცხინვალის კონფლიქტი იყო და იქ მიწევდა მუშაობა. საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიწევდა ყურადღების მოქცევა. მიზანი გადაცემა „პატრულის“იყო პოლიციის პოპულარიზაცია”, – განაცხადა ოქრუაშვილმა, რომელიც მაშინ შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაში“ვიღაცამ შემოაღწია ჩემს ტელეფონში… მაქვს მოტანილი მასალა, თუ რას ვუკავშირებ ამ ფაქტს”- ბურჭულაძის შვილის დაკითხვა
შემდეგი სტატიაბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს