ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მუჟავას საგუშაგოზე, მოკლული ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებული დავით ჯალაღანია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა და საქმის პროკურორმა დავით პაპავამ დასკვნითი სიტყვა თქვეს. პროკურორმა ითხოვდა ბრალდებულისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთას.

დაცვის მხარეს კი მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და და ბრალდებულისთვის არა თავისუფლების აღკვეთას, არამედ სრული ან ნაწილობრივ პირობით სასჯელს ითხოვდა.

თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის თქმა არ ისურვა.

banner
წინა სტატიაში“დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი” – ოქრუაშვილი რობაქიძის საქმეზე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ფერმერთა ასოციაციას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა