“ვიღაცამ შემოაღწია ჩემს ტელეფონში… მაქვს მოტანილი მასალა, თუ რას ვუკავშირებ ამ ფაქტს”- ბურჭულაძის შვილის დაკითხვა

პაატა ბურჭულაძის შვილი შსს-ში იმყოფება და გამოძიების კითხვებს პასუხობს. ალექსანდრე ბურჭულაძე მის ტელეფონში, სავარაუდო უკანონო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით იკითხება.
,,ცალსახაა, რომ ვიღაცამ შემოაღწია ჩემს ტელეფონში ფლობდა ჩემს ტელეფონს, იმედი მაქვს, რომ შს სამინისტრო გამოიძიებს ამ ფაქტს. დამატებით მაქვს მოტანილი მასალა, თუ რას ვუკავშირებ ამ ფაქტს“-აცხადებს ალექსანდრე ბურჭულაძე.
ბურჭულაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონში შეღწევის პირველი მცდელობა ეს არ ყოფილა. რამიშვილს იმედი აქვს, რომ შეკითხვებს პასუხი გაეცემა.
გამოძიების დაწყების მოთხოვნით ალექსანდრე ბურჭულაძემ პროკურატურას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა
შემდეგი სტატია“დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი” – ოქრუაშვილი რობაქიძის საქმეზე