დეტალები ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა ცნობილია. ის 19 წლის ჯონი ძინძბაძეა.

თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, პირველი კლასის რიგითმა მორიგეობისას, საკუთარი ავტომატით თავი მოიკლა.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცები ამბობენ, რომ ძანძიბაძეს არ იცნობდნენ და არაფერი იციან მის გარდაცვალებაზე, ისინი დამატებით კომენტარებს მედიასთან არ აკეთებენ.

ჯარისკაცი წუხელ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღავნელი, ანა დარგიშვილი ამბობს, ჯარისკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მისივე თქმით, გარდაცვლილს გამჭოლი ჭრილობა შუბლისა და კეფის არეში ჰქონდა.

“21:20 საათზე სამხედრო ნაწილიდან, სამხედრო მედპერსონალის მიერ შემოყვანილი იქნა სამხედრო მოსამსახურის გვამი. შემოსვლისას პაციენტს საციცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა შუბლისა და კეფის არეში”, – ამბობს ანა დარგიშვილი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდო თვითმკვლელობა ოჯახურ პრობლემებს უკავშირდება.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა პრემიერს – წელს ანაკლიის პორტში პირველი გემი უნდა შემოსულიყო
შემდეგი სტატიაქობულეთის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ორ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტეს