პარლამენტის წევრის შვილის, 21 წლის ბექა ხახუბიას ავტოავარიაში დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წარუდგინეს ბრალი.
სამივე პირის სასამართლო პროცესი გორში რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიის შედეგად 17 მაისს დაიღუპა.