პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ფეხბურთზე უფასოდ ივლიან

1 000-ზე მეტ საჯარო სკოლაში პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები ფეხბურთს უფასოდ ისწავლიან. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 27-ე ყრილობაზე განაცხადა.
“სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ. 2018 წლიდან კი, უფრო დიდი ასაკის ბავშვების ხელშეწყობის პროექტი ამოქმედდება”, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ყრილობას, ქართული საფეხბურთო საზოგადოების გარდა, ფიფასა და უეფას წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატ ხახუბიას შვილის დაღუპვის საქმეზე 3 პოლიციელს წარუდგინეს ბრალი
შემდეგი სტატიაალექსანდე ჯეჯელავა – იმდენ დირექტორს გავათავისუფლებ, რამდენიც საჭირო იქნება