დეოლიგარქიზაციას თუ ​დებიძინიზაცია ჰქვია, დეპოლარიზაციას დეკობახიზაცია ჰქვია – უსუფაშვილი

“ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ რამდენიმე თვე ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული. დეოლიგარქიზაციას თუ ​დებიძინიზაცია ჰქვია, დეპოლარიზაციას დეკობახიზაცია ჰქვია. ადამიანები, რომლებიც აღვივებენ განხეთქილებას და ხელს იშვერენ, რომ იმას ეს უნდა, იმის მიუხედავად, კობახიძე რას იტყვის, ჩემგან გაგიგიათ, რომ ის არის ქვეყნის მტერი? ვლაპარაკობ იმაზე, რომ მას რაღაც შეეშალა და არასწორად ესმის. ანუ, მე ხელს ვუწყობ დეპოლარიზაციას. ვინც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მე ომი, ქვეყნის დაქცევა და რაღაც უბედურება მინდა, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას.”- “ლელოს” დეპუტატი დავით უსუფაშვილი ოპოზიციის მისამართით, ირაკლი კობახიძის განცხადებებზე.

წინა სტატიაშიპოლონეთის თავდაცვის მინისტრი – გერმანიაში უკრაინის ელჩის განცხადებები ემსახურება კრემლს და არა თავისუფალ სამყაროს
შემდეგი სტატიაგანადგურებული მარიუპოლის აღდგენას 7-10 წელი და $14 მლრდ სჭირდება – ბოიჩენკო