განადგურებული მარიუპოლის აღდგენას 7-10 წელი და $14 მლრდ სჭირდება – ბოიჩენკო

მარიუპოლის სრულ აღდგენას 7-10 წელი და 14 მლრდ დოლარზე მეტი დასჭირდება – აცხადებს რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებული და ოკუპირებული ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო.

მისივე თქმით, ქალაქში რუსული აგრესიის გამო, 1356 მრავალსართულიანი შენობა და კერძო სახლების 40% განადგურდა, მათი უმრავლესობა კი რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.

მერის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსხვილმა უკრაინულმა ბიზნესებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა მარიუპოლის აღდგენაში დახმარებისთვის.

banner
წინა სტატიაშიდეოლიგარქიზაციას თუ ​დებიძინიზაცია ჰქვია, დეპოლარიზაციას დეკობახიზაცია ჰქვია – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიასამნიძე – შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, ჩემი პოზიციაა, უნდა ვესაუბროთ სპიკერს ჩვენი დღის წესრიგით