პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – გერმანიაში უკრაინის ელჩის განცხადებები ემსახურება კრემლს და არა თავისუფალ სამყაროს

გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის განცხადებები ემსახურება კრემლს და არა თავისუფალ სამყაროს, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პოლონეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონელი მინისტრის თქმით, საინტერესოა, რამდენად გახდა გერმანიაში უკრაინის ელჩი „კრემლის სასარგებლო იდიოტი“.

პოლონური მედიის ცნობით, უკრაინელი დიპლომატი გერმანელ ჟურნალსიტებს სტეპან ბანდერას შესახებ მის დამოკიდებულებაზე ესაუბრა, რომელიც პასუხისმგებელია 1943-1944 წლებში ვოლინისა და აღმოსავლეთ გალიციის პოლონეთის მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაზე.

პოლონური მედიის ინფორმაციით, შენიშვნაზე, რომ 1943-1944 წლებში უკრაინელებმა პოლონელები დახოცეს, მელნიკმა უპასუხა: „დიახ და მსგავსი ხოცვა-ჟლეტა ჩაიდინეს პოლონელებმა უკრაინელების მიმართ, ათი ათასობით ადამიანი. ომი მიმდინარეობდა“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ დროებით ოკუპირებულ დონეცკში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურა
შემდეგი სტატიადეოლიგარქიზაციას თუ ​დებიძინიზაცია ჰქვია, დეპოლარიზაციას დეკობახიზაცია ჰქვია – უსუფაშვილი