დემსი: აამოქმედეთ შარლ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, ეცადა, ეპოვა ისეთი საკითხები, რაზეც მთავრობას და ოპოზიციას ერთად მუშაობა შეუძლიათ.

„მაგალითად, გენდერული თანასწორობის საკითხზე, მოვუწოდებ ოპოზიციას და მთავრობას, უპასუხონ ამ საკითხს ერთად, რადგან გენდერული თანასწორობა ასამბლეაში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ საქართველო არის პანევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. ერთია ევროკავშირი, უფრო დიდი ევროპა, ასამბლეა, რომელსაც მე წარმოვადგენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს.

გაქვთ გარკვეული ხარვეზებიც, როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, ამაში უჩვეულო არაფერია. ასე რომ, ნუ გააზვიადებთ, თითქოს ეს უჩვეულოა, ეს ნორმალრია, მაგრამ მარტივი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ხართ პანევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის გზაზე, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ. მე მხარს ვუჭერ შარლ მიშელის შეთანხმებას, რადგან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად, რათა პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ“, – აღნიშნა რიკ დემსმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო
შემდეგი სტატიამესტიის მერიის განცხადება- დაზიანდა საავტომობილო გზა, ხიდები, მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს