“დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ბრალდებებს პასუხობს

პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” გადაწყვეტილებას რუსთავში ნუკრი შათირიშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მოხსნასთან დაკავშირებით, დღეს ბრალდების ადრესატი გამოეხმაურა. ნუკრი შათირიშვილი პარტიის ბრალდებას სხვა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობის შესახებ აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით მან პარტია თავისი სურვილით დატოვა, რადგან პარტია რუსთავში უმოქმედოა და უცოდინრობის გამო ბევრ შეცდომებს უშვებენ.

შეგახსენებთ, ბურჯანაძის პარტიამ რუსთავის 30-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი მოხსნა მიზეზად კი კანდიდატის სხვა პარტიასთან ფარული თანამშრომლობა დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ადამიანებს უჭირთ საკუთარი მდგომარეობის გამო თავის დადანაშაულება და ყველაფერს მთავრობას აბრალებენ
შემდეგი სტატიაცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო არჩევნების ჩასატარებლად