ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო არჩევნების ჩასატარებლად

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და ცესკო-ს თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა.

ცესკო-ს ცნობით, თამარ ჟვანიამ იან კელის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო, გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

თამარ ჟვანიამ ელჩთან საუბრისას, ამომრჩეველთა განახლებული სიის, რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებაც ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს წინასაარჩევნო გარემო. იან კელიმ 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ს მიერ განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასა.

შეხვედრას, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ანასაშვილი და აშშ საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ლორა ჰოჩლა.

banner
წინა სტატიაში“დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მე მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც