ბიძინა ივანიშვილი: ადამიანებს უჭირთ საკუთარი მდგომარეობის გამო თავის დადანაშაულება და ყველაფერს მთავრობას აბრალებენ

რა თქმა უნდა, ძნელია, დემოკრატიულ პრინციპებზე ესაუბრო ადამიანს, როცა უჭირს, ხედავს გვერდით რამდენად უკეთ ცხოვრობენ, სახლში მოდის და ნერვები ეშლება,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

მისივე თქმით, ადამიანებს უჭირთ საკუთარი მდგომარეობის გამო თავის დადანაშაულება და ყველაფერს მთავრობას აბრალებენ.

„ვიზალიბერალიზაცია არ მიგვიღია ჯერ, მაგრამ დღეს საშუალო ქართველიც თავისუფლად მოგზაურობს ევროპაში. ხედავენ, როგორ ცხოვრობენ ევროპელები. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან. ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის დადანაშაულება, ეს ერთ-ერთი ჩვენი თვისებაა. ძალიან რთულია კაცისთვის, რომ ისტორიულად ვთქვათ ჩვენ რა ეტაპები გავიარეთ, როგორ მოვედით, 25-30 წელი როგორი გვქონდა, ყველაზე იოლია – აი, მთავრობა, კვირიკაშვილი, მაგათი მთავრობა, მაგათი ბრალია, რომ მე ესე ვარ და აი, ნახე იქ რა კარგად არიან. ასე მარტივად თუ გავზომავთ, ჩვენზე უარესადაც ბევრი ცხოვრობს დღეს. ნახეთ, რეგიონში რა ამბავია, რამდენი კონფლიქტია, როგორ ოსტატურად ავერიდეთ ჩვენ ამდენ უბედურებებს, რაც ტრიალებს რეგიონში და რეგიონს გარეთ, ჩვენთან ახლოს. ჩვენ გვქონდა უარესობა და ის, რომ ეკონომიკურად ვერ მოხერხდა 4 წელიწადში და ვერც მოხერხდებოდა თეორიულადაც კი, რომ მოსახლეობის უმრავლესობას პირობები გაუმჯობესებოდა, ეს თავშივე გასაგები იყო. ამაზე ანალიზის გაკეთება უჭირს ხალხს. ვინაა დამნაშავე? – რა თქმა უნდა მთავრობა. ასე არ ვარგა“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: უფსკრულს მივექანებოდით, პატრიარქს მაინც დაუჯერეთ, ჩემი თუ არ გჯერათ
შემდეგი სტატია“დემოკრატიული მოძრაობის” მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ბრალდებებს პასუხობს