დეკანოიძე EU-სთვის უარზე – პუტინთან კეკლუცობაა, საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე

“უმძიმესი, სახიფათო თამაშია, რითიც აუცილებლად ისარგებლებს პუტინი. სწორედ პუტინთან კეკლუცობა და ცეკვაა ეს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე”, – ასე აფასებს ხატია დეკანოიძე “ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

დეკანოიძე საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებას უკრაინაში, იანუკოვიჩის მთავრობის პოლიტიკას ადარებს

“ახლა უკვე ღარიბაშვილი და საქართველოს ხელისუფლება თვითონ აკეთებს ამ დეკლარირებას, რომ საქართველომ გადაუხვია მკვეთრად ევროატლანტიკური კურსიდან და მე მახსენდება 2013 წლის ნოემბერი, როდესაც მაშინდელმა უკრაინის პრემიერმინისტრმა, აზაროვმა, დახმარებაზე ევროკავშირის მხრიდან უარი თქვა იანუკოვიჩის დავალებით და შემდეგ უკვე ასოცირების შეთანხმებაზე. საქართველოში ხელისუფლებამ პრაქტიკულად უარყო ევროატლანტიკური კურსი” – ამბობს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიაწერეთელი – საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით, ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციას დავშორდით