კუჭავა – ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე არ ემუქრება

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

„მას ჰკითხეთ, საიდან აქვს ინფორმაცია, წინასწარ იცოდა რამე რომ ხდებოდა თუ ეს მისი ვარაუდია?! მისი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ ხელშეკრულებიდან, როგორც თავად ამბობდა, ჩვენ გასვლასთან დაკავშირებითაც. თუმცა ფაქტი ერთია, მე მას პირადად ვესაუბრე და ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი საერთოდ არ მოაწერა. სჯობს მთელს სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს, მისი ეს კონკრეტული განცხადება რას ემსახურებოდა. არანაირი საფრთხე ევროატლანტიკურ გზას არ ემუქრება, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, რასაც ჩვენგან ყველა ელოდება,“ – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ბათუმშიც ივლიან
შემდეგი სტატიადეკანოიძე EU-სთვის უარზე – პუტინთან კეკლუცობაა, საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე