წერეთელი – საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით, ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაციას დავშორდით

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით ევროკავშირთან ინტეგრაციას.

„ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორალური და სასამართლო რეფორმა ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს გამოუცხადა საყვედური, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ის ასევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებებს.

„ევროკავშირმა – მისმა წარმომადგენლობამ, ევროპარლამენტარებმა ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთეს რატომ არ მიიღო საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო სწორედაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის და თანადგომისთვის კოვიდპანდემიის პირობებში, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები: სექტორალური და სასამართლო რეფორმა . ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირმა ამ შემთხვევაში საქართველოს გამოუცხადა საყვედური, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით ჩვენ დავშორდით და დღითიდღე ვშორდებით ევროკავშირთან ინტეგრაციას, ასე გაგრძელების შემთხვევაში საქართველო უფრო და უფრო დაუახლოვდება რუსეთს და შევა მისი გავლენის სფეროში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე EU-სთვის უარზე – პუტინთან კეკლუცობაა, საქართველო ბრუნდება რუსულ ორბიტაზე
შემდეგი სტატიაანა დოლიძემ ცესკოში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა