დეკანოიძე – 29 ან 30 მაისს მოწვეული იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო

დაახლოებით რამდენიმე დღეში, შაბათს, ან კვირას მოწვეული იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო, ჩვენ იქ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, რა განასხვავებთ მათ „ქართული ოცნებისგან“ .

„ჩემი არგუმენტია, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ახალ ვითარებაში, ამ ახალ გარემოებაში უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ რეალური განსხვავება “ქართულ ოცნებასთან“. ამიტომ, თვის ბოლოს, დაახლოებით რამდენიმე დღეში, შაბათს, ან კვირას მოწვეული იქნება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო, ჩვენ იქ მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს დეკანოიძე.

კითხვაზე, როგორც შეაფასებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩიხურ მდგომარეობაშია, დეკანოიძე განმარტავს, რომ პარტიისთვის მისი და „ქართული ოცნების“ განცხადებები საინტერესო არ არის.

“ქართული ოცნების” და ირაკლი ღარიბაშვლის განცხადებები ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო არ არის. “ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა და მისი გადაწყვეტილება, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა დესტრუქციულ განცხადებებს გააკეთებს ღარიბაშვილი, ჩვენთვის ამ შემთხვევაში, ყველაზე ნაკლებად გასათვალისწინებელია.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანების, ჩვენი ღირსეული მხარდამჭერების აზრი, როგორიც არ უნდა იყოს მათი დამოკიდებულება.

მე მომხრე ვარ იმის, რომ საპარლამენტო საქმიანობა გამოვიყენოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არა ერთადერთი.

როდესაც ჩვენ რეჟიმი ყველა მიმართულებით გვებრძვის, როდესაც რეჟიმი იყენებს ყველაფერს, მათ შორის, სუს-ი, ფინანსური რესურსები, ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“. ვანახოთ რეალური განსხავება, როგორია ნამდვილი ოპოზიცია და როგორია “ქართული ოცნება”, – აღნიშნავს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლის მიმდებარედ, სადაც „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს, ხმაურია
შემდეგი სტატიათალაკვაძე – გზების გადაკეტვა, დედაქალაქის პარალიზება, ვთვლი, რომ არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები