იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სადაც „ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს, ხმაურია

იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, ხმაურია.

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან, მათივე თქმით, ეს სამართალდარღვევაა.

„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლამდე მსვლელობით „რესპუბლიკის მოედნიდან“ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით მივიდნენ. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორედ იუსტიციის სახლშია განთავსებული.

banner
წინა სტატიაში„ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
შემდეგი სტატიადეკანოიძე – 29 ან 30 მაისს მოწვეული იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო