თალაკვაძე – გზების გადაკეტვა, დედაქალაქის პარალიზება, ვთვლი, რომ არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები

პროტესტი დასანახია ხელისუფლებისთვის – დამატებით გზების გადაკეტვა დედაქალაქის პარალიზება, ვთვლი, რომ არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მხრიდან გზის გადაკვეტვას.

მისივე თქმით, მოქალაქეების მხრიდან პროტესტის გამოხატვას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და ისინი კანონმდებლობის ნორმების დაცვით უნდა წარმართავდნენ პროტესტს.

„კანონმდებლობის ფარგლებში ყოველთვის დაცული იყო პროტესტის და გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, უპირველესი გამოსავალი გახლავთ დიალოგი, თუ პროტესტის მონაწილეებს არ აქვთ ამის სურვილი, როგორც მინიმუმ ისინი კანონმდებლობის ნორმების დაცვით უნდა წარმართავდნენ პროტესტს. თუ პროტესტი მიმართულია იქითკენ, რომ მიიღონ პასუხები კითხვებზე ან მიიღონ მეტი ინფორმაცია იმ პრეტენზიებზე, რომელიც წაყენებული იყო პროექტის მიმართ, ამის საშუალებად მე ვხედავ არგუმენტირებულ დისკუსიას, საუბარს, დღეს ვნახეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ბიუროს სხდომაზე ღიად მათ შესთავაზა დისკუსია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების განხილვა უნდა მოხდეს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ინტრესების და მეორე მხრივ, გარემოსდაცვითი ინტერესების საუკეთესო ბალანსის დაცვით.

„მე ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წინადადებები, რაც იყო გაკეთებული პროტესტის დასაწყისშივე, პრემიერ – მინისტრმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადებები, რომ როგორც გარემოს ზიანთან, ასევე კონტრაქტთან დაკავშირებით მოხდებოდა დამატებითი შეფასებები და გამოცხადდებოდა მორატორიუმი. ეს პირობები მიუთითებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება თავისი მოქალაქეების მიმართ იმთავითვე გახლდათ დიალოგი და ყოველ პროტესტს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვიდ ეკიდება ყურადღებით. მეორე მხრივ, როცა საუბარია რაიმე ტიპის მოთხოვნებზე, ულტიმატუმებზე, რომელიც ეწინააღმდეგება დიალოგის პრინციპს და უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმატში, ამ ფორმით ურთიერთიბა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის მხოლოდ ზიანს აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შესაბამისად, პროტესტი, რა თქმა უნდა, დასანახია ხელისუფლებისთვის და ამას დამატებით გზების გადაკეტვა და რაც მოვისმინეთ – დედაქალაქის პარალიზება, ვფიქრობ, რომ ჩვენს თანამოქალაქეევს თბილისში ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის, ვთვლი, რომ ეს არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები, მითუმეტეს, მაშინ, როცა ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნა იყო და არის გამოთქმული დიალოგისთვის,”- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – 29 ან 30 მაისს მოწვეული იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო
შემდეგი სტატია“რიონის მცველები” თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ