დეგნანი: პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით სწორია დემოკრატიული განვითარებისთვის

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც არჩევნების სრულად პროპორციული წესით და დაბალი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, არის ის, რაც სწორია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არაერთხელ შეთანხმდნენ.

“პარტიები მრავალჯერ შეთანხმდნენ საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე, სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასა და ბარიერის შემცირებაზე. ეს პროცესი 2019 წლიდან დაიწყო, რასაც 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება მოჰყვა. მნიშვნელოვანი დებატების და დისკუსიის შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი არის ის, რაც საქართველოს სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს იმ პარტიების მრავალფეროვნება, რომლებიც პარლამენტში შევლენ და საზოგადოების ყველა ნაწილის პერსპექტივას ასახავენ.

იმას, რომ შეთანხმება არსებობს, ასახავს საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც. ეს არის ის, რაც სწორია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მრავალ სხვადასხვა გარემოში შეთანხმდნენ. ასე რომ, არაფერი შეცვლილა” – თქვა ელჩმა.

,,იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ არ ჩქარობს, რომ შეივსოს, მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, შესაბამისად ეს რთული ასახსნელია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“, – ამბობს კელი დეგნანი​.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაეხმარება ადამიანის უფლებების სტანდარტების უკეთ უზრუნველყოფას საქართველოში
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე სააკაშვილის ზიარება და მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა