მეუფე ნიკოლოზი: მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე სააკაშვილის ზიარება და მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა

“მე პატრიარქთან თავის დროზე შევათანხმე სააკაშვილის ზიარება და რადგან მისგან მივიღე ლოცვა-კურთხევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წესების შესრულების უფლებაც მაქვს“-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და 7-გზის ზეთსცხების რიტუალი შეასრულა.

გარდა ამისა, მეუფე ნიკოლოზის თქმით, რაც დრო გადის, უფრო რწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი.

„რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით, აღსარება თქვა, ეზიარა, ახლა ხანგრძლივი ლოცვები მოისმინა და შვიდჯერ იცხო ზეთი. ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ექვსი უკვე მასზე შესრულებულია, მეეშვიდე ჯერ ცოტა ადრეა“, – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი: პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით სწორია დემოკრატიული განვითარებისთვის
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: მომეჩვენა ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით, რაც ჯერ პირველად ვნახე