საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაეხმარება ადამიანის უფლებების სტანდარტების უკეთ უზრუნველყოფას საქართველოში

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაეხმარება ადამიანის უფლებების სტანდარტების უკეთ უზრუნველყოფას საქართველოში
🔹 არაერთი მიმართულებით გახდა შესაძლებელი პროგრესის მიღწევა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით და იმედს ვიტოვებთ რომ სამომავლოდაც მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მიმართულებით პროგრესის მიღწევა.
✅ სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებთან – ერიკა ოლსონთან და კარა მაკდონალდთან. ასევე შეხვედრა გაიმართა იუსტიციის დეპარტამენტთან.
✅ საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გაიმართა კონგრესმენ დევიდ პრაისთან, სენატორების – შაჰინის, ბენჟამინ კარდინის, ჯონსონის, მენენდესის და რიშის აპარატის თანამშრომლებთან და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან. ცალკე შეხვედრა გაიმართა ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებთან.
სახალხო დამცველი შეხვდა ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევროკავშირის ბიუროს ხელმძღვანელ პირებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი სამომავლო პროექტის საკითხი განიხილეს.
✅ საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის აღსანიშნავია ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოქმედ პრეზიდენტთან ნიკოლე როუსველთან გამართული შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციაში – ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის, რომლის დირექტორ დეიმონ ვილსონთან განიხილეს ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები. დემოკრატიის და მედიის საკითხების გარშემო იმსჯელეს ფრიდომ ჰაუსის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მოადგილესთან – სოფია ორლოსკისთან. საარჩევნო საკითხები იყო მთავარი განსახილველი საკითხი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის დირექტორთან.
🔹 საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე.

 

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები
შემდეგი სტატიადეგნანი: პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით სწორია დემოკრატიული განვითარებისთვის