დედოფლისწყაროში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაცხრილეს (ფოტო)

1449729834646828

დედოფლისწყაროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისი დაცხრილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი შაქრო ტერტერაშვილი ავრცელებს.

„წუხელ ნაძირლებმა ჩვენი ორგანიზაციის დედოფლისწყაროს ოფისი დაცხრილეს.

აგონიაში მყოფი ცანცარა პრემიერი საკუთარ რაიონშიც კი ტყვიებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს.

ხელისუფლების მავნებლობით და უუნარობით გამოწვეულ ხალხის პროტესტს ვერანაირი ტყვია და მუქარა ვერ შეაჩერებს.

ეს ისტერია ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება თაღლითი ივანიშვილის კრიმინალი ხელისუფლების დამარცხებით“, – წერს ტერტერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზვიად ქორიძე: მაქვს ინტერესი და მოლოდინი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ გამოძიებას
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: საქართველოში კორუფცია ვერ დაბრუნდება